"სჯობს, მედიამ გადააჭარბოს, ვიდრე შეზღუდული იყოს," – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პირველ არხზე გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად განაცხადა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ გადაცემაში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა დემოკრატიის განვითარების სწრაფ ტემპს ვერ ეწევა.
„ამ ფონზე მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.