„ეს რესურსი რომ არ იყოს, რეალურად იქნებოდა უმძიმესი კონკურენცია ქართული ოცნებისთვის და რეალურად ოპოზიცია გაიმარჯვებდა,“ - ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან, დავით ბაქრაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსიდან გამომდინარე, მმართველ გუნდს უფრო მეტი ელექტორატი ჰყავს. მან ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რა შემთხვევაშიც ოპოზიცია ქართული ოცნების დამარცხებას შეძლებდა.
„ყველა ადმინისტრაციული რესურსის - საბიუჯეტო, თანამშრომლები, მასწავლებლები, სიპები, აიპები, ზოგს სამკუთხედად ახაზინებენ, ზოგს სურათებს აღებინებენ შიგნით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული ოცნების მხარდაჭერა არის 50%-ის ფარგლებში ანუ მეტზე ვეღარ ადის, ანუ ამ პირობებშიც კი მისული ელექტორატის ნახევარი არის ოპოზიციური. ამას დაუმატეთ, რომ ქვეყანაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, არ მიდის არჩევნებზე იმიტომ, რომ არ უნდა ხელისუფლების არჩევა, მაგრამ არა აქვს იმედი, რომ ოპოზიცია მოიგებს. ამიტომ, ჯამურად, ოპოზიციის ხმები არის ბევრად უფრო მეტი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.