20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია - ბიძინა ივანიშვილი

„რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია,“ - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერი-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას არაკონსტრუქციული და უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჰყავს.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც სწორედ ოპონირებდეს ხელისუფლებას, რაც ესე ჰაერივით სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და სახელმწიფოს მდგრადობას, რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც, ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხოფაზეა გადასული და ამ ფონზე სიტუაცია, კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ეკონომიკა გვაქვს ესეთი, როგორიც გვაქვს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან, სიძულვილის ენა სჭარბობს.

„სიძულვილის ენა, რომელიც სჭარბობს ოპოზიციის მხრიდან, ნაცვლად არგუმენტირებული და დასაბუთებული შენიშვნებისა და სწორი გზების ძიებისა და ჩვენებისა, რომელიც მათ საზოგადოებას უნდა აჩვენონ, ეს არ არის ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ, რომ აკრიტიკოს. კრიტიკა და ოპონირება, რა თქმა უნდა, ძირითადია, მაგრამ მათ უნდა მოახერხონ და საზოგადოებას აჩვენონ უკეთესი გზები ქვეყნის განვითარების, ნაცვლად ამისა, ვღებულობთ იმას, რაც მოგახსენეთ. სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, ძალიან ჭარბობს, ჭარბობს გინება და ლანძღვა, პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები