20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
დაპირისპირება რეალურად იქნება გაერთიანებული ოპოზიციის და "ქართული ოცნების" კანდიდატებს შორის - გიორგი ვაშაძე

„ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, დავუპირისპიროთ ივანიშვილს, დავუპირისპიროთ ქართულ ოცნებას, ეს არის პოზიტიური კამპანია, ეს არის მართლაც საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კამპანია,“ - ეს განცხადება ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, გააკეთა.

გადაცემა არჩევანში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს შეუძლია, საქართველო ქვეყნის გარეთ კარგად წარმოადგინოს.

„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს თითოეული ადამიანის, საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველი, თითოეული ადამიანის უფლება უნდა დაიცვას იმიტომ, რომ ბევრი უფლებადარღვეული ადამიანი გვყავს ჩვენ. მეორე, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს სახე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საქართველო საზღვარგარეთ, მათ შორის, ინვესტორებთან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ხვალიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდში იქნებიან, რის შემდეგაც სხვა რეგიონების მოსახლეობას შეხვდებიან.

გიორგი ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი პირველივე ტურში უნდა გაირკვას და მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს.

„საქართველოში არჩევნები არის ერთ დღეს და ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია და უნდა გამოვაცალოთ ამ ადამიანს ხელიდან... ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ ქართულ ოცნებას. ეს დაპირისპირება რეალურად იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და ქართული ოცნების კანდიდატს შორის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები