„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ჩემში არ იწვევდა არავითარ ინტერესს,“ - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრმა, მედეა ვასაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.
მედეა ვასაძე არჩევანის ეთერში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძის არჩევას ეხმაურება. მედეა ვასაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის, კადრია.
მედეა ვასაძის თქმით, აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებას ადვოკატირებას უწევენ.
„ჩასასტავებული გუნდი მოვიდა, იქ ხდება მონაცვლეობა. თქვენ იცით, რომ ნეპოტიზმი ყვავის... დღეს ხელისუფლებაში ხდება იმ ადამიანების მოზიდვა, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ნათელმირონობით. სამწუხაროდ, ეს ჩვენს რეალობაში ძალიან მოდაშია, დეიდაშვილობით, ბიძაშვილობით,“ - განაცხადა ვასაძემ.
ვასაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეუღლეებით არიან ნათესავები.
მედეა ვასაძე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით აშენდება. მედეა ვასაძის თქმით, ასეთი განცხადების გაკეთებისას ყურადღებაა საჭირო იმიტომ, რომ აჭარაში ამ აზრთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.
„ამ ფონზე შენი ასეთი კონკრეტული განაცხადი და ეს არ იყო ჩვეულებრივი, ეს იყო გაღიზიანებული ადამიანის განაცხადი, ძალიან შემაწუხებელი და შემაშფოთებელი და ის, რომ ამაში იდო შეცდომა, დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მას მისი ამ განცხადების დაზუსტება მოუწია და ეს ორი შეცდომა უკვე, როდესაც შენ რეალურად ჯერ არ შედგომიხარ საქმეს, ნიშნავს, რომ შენ გაგიჭირდება იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობა,“ - განაცხადა ვასაძემ.