20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
„პრემიერ-მინისტრის არჩევაში, რა თქმა უნდა, მე მქონდა როლი და წვლილი" - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად ახალ პრემიერ-მინისტრისა და ახალ სამთავრობო გუნდს აფასებს.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევაში მან საკუთარი წვლილი შეიტანა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ მამუკა ბახტაძე კომპეტენტურია იმისთვის, რომ ახალ მთავრობას გაუძღვეს. 

„პრემიერ-მინისტრის არჩევაში, რა თქმა უნდა, მე  მქონდა როლი და წვლილი და მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტურია, რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ძალიან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა და ბევრი ინოვაციური წინადადებები ჰქონდა მას, რაც ინერგება კიდეც და მისი აღსრულების პროცესი მიდის მთავრობაში. სხვა დანარჩენი უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, ალბათ, რამდენად სწორი შერჩეული იქნება და დაკომპლექტებული ხელისუფლება, მთავრობა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო საპარლამეტნო რესპუბლიკაა და ახალ ხელისუფლებას პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ქონდეს.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ესეთი კონსტიტუცია, ძირითადი ტრიბუნა უნდა იყოს პარლამენტი, პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრიც და მთელი მთავრობაც და არის კიდეც. ხშირი ურთიერთობა უნდა იყოს. პარლამენტი უნდა იყოს ჩართული პროცესში, რამეთუ გუნდის დიდი ნაწილი სწორედ პარლამენტის წარმოადგენს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძე მოწოდებულია, ყველა სამინიტროს საქმიანობაში ჩაერიოს, ყველას სამინიტროს პრობლემები გაიგოს და დაეხმაროს მათ, რაც მისი თქმით, არ ხდებოდა კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს.

 

დღის ამბები