„რომ მოიგოს გული არჩევნების წინ, გამოგვიცხადა მთელ რეგიონს, დაიკავეთ ყველამ „ლაფატკა“ ხელში, მეჩეთი უნდა ავაშენოო. ვინ გკითხავს. ლაწირაკო შენ, ჯერ გამოდი და ხალხს გაეცანი,“ - ეს განცხადება ორგანიზაცია სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ესაუკუნის ხელმძღვანელმა, ჯელალ ქიქავამ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
ჯელალ ქიქავას თქმით, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ, მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
„ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი პიარის გულისთვის წამოსწია და გაგვაღვიძა ჩვენ, საზოგადოება, თუ ასე გინდათ, მოდით, ჩავატაროთ არჩევნებზე რეფერენდუმი. ჩავატაროთ რეფერენდუმი, ხომ არის ოქტომბერში არჩევნები და გადაწყვიტოს აჭარის საზოგადოებამ, თუ გინდათ, მთელი კვარტალი ააშენეთ მერე,“ - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.
ქიქავას თქმით, მარგველაშვილი ქართული ოცნების წინააღმდეგ არ წავიდა და მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატი წარადგინა აჭარის მთავრობის მეთაურად და არა ოპოზიციის.