20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი - რაულ თავართქილაძე

„აქ ერთი ადამიანია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველო - მოძრაობა  თავისუფლებისთვის წევრმა, რაულ თავართქილაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

რაულ თავართქილაძის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ პატარიძე, თანამდებობის დატოვებამდე აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, რადგან პროექტები ჰქონდა განსახორციელებელი, თუმცა, ამ განცხადებიდან მოკლე ხანში მან დატოვა დაკავებული თანამდებობა.

რაულ თავართქილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იღებს სწორედ გადაწყვეტილებას თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„არც ახალი მთავრობის თავმჯდომარის პირობებში რეგიონში არც შეცვლილა და არც არაფერი შეიცვლება და არც მოსალოდნელია რაიმე მნიშვნელოვანი განვითარება, უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, ჩემმა კოლეგებმაც ახსენეს, რომ ის ხაბაძის კანდიდატია და ის იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი და ალბათ, როგორც წინა მთავრობის თავმჯდომარე, ესეც საკუთარი კეთილდღეობისთვის იზრუნებს, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა თავართქილაძემ.

თავართქილაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში იმატა კრიმინალმა, ეკონომიკური ჩავარდნა ფიქსირდება და ნეპოტიზმი ყვავის. მისი თქმით, არცერთი მთავრობა დანაპირებს არ ასრულებს და ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ნელი ტემოპით მიმდინარეობს.

დღის ამბები