20 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
„ძალიან საშიშია ქვეყანაში მმართველი ძალის მიერ ასეთი პირდაპირი ზეწოლა საბანკო სექტორზე" - ეკონომისტები ივანიშვილს აკრიტიკებენ

საქართველოში მოქმედი ორი მთავარი ბანკი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოსახლეობის გაღარიბებაში, ყოფილი პრემიერი კი ამ ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მას სავალუტო ფონდის კვლევის შედეგები დაუმალეს.

ბიძინა ივანიშვილს ამ განცხადებების გამო პოლიტიკოსების გარდა ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებიც აკრიტიკებენ.

„ძალიან საშიშია ქვეყანაში მმართველი ძალის მიერ ასეთი პირდაპირი ზეწოლა საბანკო სექტორზე. საქართველო გამორჩეულია სწორედ საბანკო სექტორის სტაბილურობით და ამ სტაბილურობაზე რაღაც მინიშნების გაკეთება, რომ ეს სტაბილურობა კი არა რეალურად რაღაც დაყაჩაღებაა

„მე მგონი გადაჭამა ორმა ბანკმა ქვეყანა“ - პირდაპირ ეს ტერმინი იქნა გამოყენებული , არ არის კარგი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების განვითარებისთვის“ - ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ბანკების დემონიზირება და მოსახლეობის გაღარიბების მთავარ მიზეზად საბანკო სექტორის დასახელება საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„უცნაურია, რომ ჭარბვალიანობა და ის რომ მოსახლეობას ფინანსური პრობლემები აქვს, წინასაარჩევნოდ ახსენდებათ პოლიტიკოსებს . ეს არის მათი წინასაარჩევნო გზავნილი - ბანკების დემონიზება.

ბანკების გზით გადის თითქმის ყველა ინვესტიცია, რაც ქვეყანაში შემოდის, ბანკები არის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის

მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა ქვეყანაში სიღარიბე რომ დავაბრალოთ ორ ბანკს ძალიან გადაჭარბებულია“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

დღის ამბები