გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში გაემგზავრა. მასთან ერთად, იმყოფებიან გაერთიანების სხვა ლიდერებიც. ვაშაძე ზუგდიდში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძემ და მისმა თანამოაზრეებმა მოიარეს ქალაქის სხვადსხვა უბნები და იქ არსებულ სოციალურ და ეკონომიკური პრობლემებსაც გაეცნენ.
„ის რაც მე დავინახე ზუგდიდის ქუჩებში, თუ როგორ ხვდება მას მოსახლეობა, რა პრობლემების შესახებ ესაუბრება, დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის უალტერნატივო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის და მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, გავიმარჯვებთ აუცილებლად და დავიცავთ ამ გამარჯვებას, - განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა რეგიონში არსებობს პოტენციალი, თუმცა ამის გამოყენების პოლიტიკური ნება დღეს არ არსებობს.
„ნებისმიერ რაიონში, ყველგან არის უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალს, სამწუხაროდ, არავინ არ იყენებს. ჩინოვნიკები, ვინც სხედან კაბინეტებში, იმათ მარტო თავისი ჯიბე აინტერესებთ, ივანიშვილი გამოდის და დასცინის პირდაპირ საზოგადოებას. ერთადერთი გზა დაგვრჩენია, გავერთიანდეთ და მოვიდა დრო, რომ დავიწყოთ რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც აუცილებლად გაგვამარჯვებინეს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.