20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
"როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი ძალიან შემაშფოთებელია" - ოთარ კახიძე პროკურატურის მაღალჩინოსნების დაკითხვაზე საუბრობს

რატომ არ დაიკითხა მირზა სუბელიანი და რატომ არ მოხდა საქმის მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება - ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრებთან, პროკურატურის მაღალჩინოსნებს მოუწიათ. რამდენიმე საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ მიღებული პასუხები შემაშფოთებელია. 

ოთარ კახიძის განცხადებით, მას პროკურორებმა უპასუხეს, რომ თურმე ის პირი, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა და რომელიც დავით სარალიძეს აკავებდა, მაშინ როდესაც მას დანას ურტყამდნენ, არ ითვლება დანაშაულის თანამონაწილედ. 

„როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მსხვერპლს აყენებენ მრავლობით დაზიანებებს და მოქმედებენ მისი მოკვლის განზრახვით და ამ დროს  მას უჭირავს მსხვერპლი, ეს ადამიანი ხდება ავტომატურად ამ მკვლელობაში თანამონაწილე. ამ მკვლელობის თანააღმსრულებელი. შესაბამისად, ეს კაზუსი იმდენად მარტივია, რომ ამაზე როდესაც პროკურატურას არ აქვს ცალსახა პასუხი და პირიქით ცდილობს ამ ფიგურის გამართლებას ეს არის ძალიან საშიში კრიმინალის ბრძოლის წინააღმდეგ კუთხით და ამ სიტუაციაში ძალიან შემაშფოთებელი,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები