შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სენატში გამოსვლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მომავალში საქართველო მუდმივად იქნება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ჯონ სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთბული შტატების მტკიცე მხარდაჭერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდანაც იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველოს თავის გამოსვლაში, ვფიქრობ მომავალში საქართველო მუდმივად იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში. ყველა ვიზიტს ვიყენებთ იმისთვის, რომ აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ჰქონდეს მოწინავე პოზიციები“- განაცხადა ზალკალიანმა.