მინისტრების შემდეგ, ახალი პრემიერი საკადრო წმენდის კიდევ ერთ ტალღას იწყებს. „კურიერის“ ინფორმაციით დღეს მამუკა ბახტაძე ყველა გუბერნატორს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
როდის წარადგენენ რეგიონების ახალ ხელმძღვანელებს უცნობია. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც გუბერნატორების მუშაობას გაუწევს კურირებას.
გუბერნატორების მუშაობას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.