20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
"როდესაც არსებობს კითხვები ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი" - ბახტაძე კვირიკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს

პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ყოფილი პრემიერისა და ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. 

მამუკა ბახტაძემ საკმაოდ მკვეთრი მინიშნება გააკეთა, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ არსებულ კითხვებს, პასუხი უნდა გაეცეს. 

„საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს ძალიან პირდაპირი და სწორი განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როდესაც არსებობს კითხვები ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება, ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც ჩემს გვერდითაა და ან ყოფილ კოლეგას. ეს არის ძალიან ბუნებრივი მომენტი და მე ვფიქრობ, რომ ამ თემის გარშემო კითხვის ნიშნების არსებობა არ არის სწორი“-განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები