საქართველოს პრემიერის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.
როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, პარტია ორი არჩევანის წინაშე დგას: დაასახელოს დამოუკიდებელი კანდიდატი, თუ წარადგინოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ბახტაძე ფიქრობს, რომ ორივე იდეა არგუმენტირებულია, თუმცა რომელზე შეჯერდებიან უცნობია.
„ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზი დენტო არჩევნებზე.
"მინდა გითხრათ, რომ ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წონა, ერთი დაკავშირებულია იმასთან, რომ რა თქმა უნდა, ყველა პარტია უნდა აქტიურობდეს არჩევნებზე და მეორეს მხრივ "ქართული ოცნების" ფილოსოფია სწორედ ეს გახლავთ ეს არის საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ,“- განაცხადა ბახტაძემ.