20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ბახტაძეს ნუ დაავიწყდება, რომ ივანიშვილის კეთილგანწყობა ხანმოკლეა - ოპოზიცია პრემიერის კრიტიკას პასუხობს

პრემიერ ბახტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ხელმოცარულია და მათი ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ პასუხობენ. ოპოზიცია ბახტაძეს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

„დანიშნავენ სხვა, მის მაგვარ პიროვნებას და ყველა ეს თანამდებობის პირი აგრძელებს ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენას. ისინი ძარცვავენ ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს,“ - ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი კი ბახტაძეს მოუწოდებს, გააცნობიეროს, რომ ყველა ყოფილი პრემიერი და მათ შორის თავად ბახტაძეც, ივანიშვილის ხელში მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ მან ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს.

„პირველ რიგში პრემიერ ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ივანიშვილის განწყობები არის ცვალებადი და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხანმოკლე არის მისი კეთილგანწყობა.  ასევე მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრემიერი, რომელიც აქამდე  იყო, ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტი და საშუალებაა. ერთ-ერთი საშუალება არის ბახტაძეც, რომელიც უხანგრძლივებს ძალაუფლებას,“-აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები