20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ხე-ტყის იმპორტი - მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს

საქართველოს მთავრობა ტყის გადასარჩენად საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხის მასალის იმპორტი გადასახადებისგან გათავისუფლება და მეორე მხრივ, შეიზღუდება ქვეყნიდან ნედლი ხის გატანა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები ნაკლებ მოტივაციას შეუქმნის ხის უკანონო მომპოვებლებს და ეკოლოგიურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

„ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ნაკლები მოტივაცია ექნება, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორისტიზაციის პროცესი, ანუ ტყის აღდგენის პროცესი,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამ წუთებში კი უკიდურესად დაძაბულია ვითარება სვანეთში. ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული მოსახლეობა უპირისპირდება. 

დღის ამბები