მთავრობის წევრები ხე-ტყის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ყველა უწყება უნდა გაერთიანდეს, რათა ხეებს უკანონო ჭრა შეჩერდეს. მთავრობა ტყის გადასარჩენად საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართავს.
„ერთი უწყება ამას ვერ მოერევა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობის გაძლიერება არის გეგმის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რეფორმის ნაწილი, მაგრამ მომავალი წლიდან ქმედითი იქნება. აქ ყველა უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, შსს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, ყველა კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვიყოთ. გამოწვევა მართლაც დიდია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ია ტყე ად რამდენი ათელი ათასი ადამიანი შეიძლება გვყავდეს, რომ ეს ყველაფერი დაიცვას თუ შენ არ გაქვს სწორი მიდგომები, ამიტომ მათ შორის ტექნიკური საშუალებები, აღსრულების მექანიზმები, ჩვენი მხრიდან მზადყოფნა მაქსიმალურად დიდი უნდა იყოს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.