20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაზე საუბრობს, რომელიც ივანიშვილის თქმით, მას დაუმალეს

ფინანსთა მინისტრმა განმარტებები გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელზეც როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას კვირიკაშვილმა-ქუმსიშვილმა დასკვნა დაუმალეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დასკვნაში საგარეო და საშინაო ვალზე და პრობლემებზე იყო საუბარი.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წინა ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები.

„არის ასეთი კვლევა, 2016 წელს ეხება, რასაკვირველია, მაგრამ არ გამოქვეყნებულა. იქ ეწერა ზოგადად ქვეყნის ვალზეც, საგარეო და საშინაო ვალზე და ასევე, ეწერა მაღალდაკრედიტებაზე, როგორც ფიზიკური პირების, ასე ვთქვათ, ოჯახების, ჰოუზჰოლდი არის, ასეთ ტერმინს ხმარობენ, იყო ნახსენები და ეს ასე ვთქვათ, ეს ტენდენცია დამ მზარდი ტემპი, ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო აღიარებული. მთავარი არის, ჩემი აზრით, გათვალისწინება, რაც წერია, გამოქვეყნებაც კი ბატონო, დადებითიო მოვლენაა, მაგრამ თუ ითვალისწინებს მთავრობა, ეს უფრო მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის თქმით, მთავრობის მეთაური და მისი პირველი მოადგილე მას დოკუმენტებს უმალავდნენ.

დოკუმენტი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველოს უკიდურეს სიღარიბეზეა საუბარი და ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17.3 პროცენტი ღარიბია. კვლევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თქმით მას დაუმალეს, ინტერნეტში ხელმისაწვდომია.

დღის ამბები