„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის საპყრობილეში ვანო მერაბიშვილთან და გოგა ონიანთან შესახვედრად მივიდა.
მან ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი შეხვედრაა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული არ არის.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ორივე მსჯავრდებულის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია მე არ მაქვს მათთვის მისაწოდებელი, რაც შეეხება, ზოგადად ამ მძიმე პრობლემას, ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა დაიხუროს, ფურცელი პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური მოტივით ყოფილი ოპონენტების დევნის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და აღარასდროს უნდა განმეორდეს,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.