20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, თუ ოპოზიცია და ნეიტრალური კანდიდატები შეეჯიბრებიან ერთმანეთს - წულუკიანი საპრეზიდენტო არჩევნებზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით საუბრობს. თეა წულუკიანის განცხადებით, საინტერესო იქნება, თუ ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩებსაც გაუზიარა მოსაზრება, რომ მმართველმა გუნდმა, შეიძლება, საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს.

„ეს იდეა, რომლის შესახებაც მე მრავალი თვეა, მესმის, ივანიშვილის მხრიდან გუნდთან კომუნიკაციაში, რომელიც მან თამარ ჩუგოშვილის თანდასწრებით ელჩებსაც გაუზიარა და გამოიწვია ელჩების დიდი ინტერესი და ასევე, აღფრთოვანება, სწორედ ასეთი აღფრთოვანებული ვარ მეც ამ იდეით, იმიტომ, რომ ეს მოგვცემდა ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან, იმიტომ, რომ სააკაშვილის არსებობის ერთადერთი ალბათ, რეზონი, რაც დღეს არის, და მისი დაშლილი და დაქსაქსული გუნდისა, "ქართულ ოცნებას" შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. ახლა თუ ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ გუნდს, თუ ამჟამინდელ გუნდს და ოპოზიცია შეეჯიბროს ერთმანეთს და ნეიტრალური კანდიდატები, ეს მგონი, ძალიან საინტერესო იქნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები