20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. მოსახლეობის დიდ ნაწილი ადგილზე დასაქმებას ვერ ახერხებს და სამუშაოდ უცხოეთშია წასული.

„დღეს ეკონომიკური პრობლემების გამო ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია საქართველოდან სამუშაოდ უცხოეთში წასვლა და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, მაგრამ სანამ ისინი დაბრუნდებიან, უნდა დავეხმაროთ იქ, სადაც არიან. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რომ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის გაიხსნას ადგილობრივი ბაზარი და მათ ჰქონდეთ ლეგალური სამუშაო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები