20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო. გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანება „ძალა ერთობაშია"-ს სხვა ლიდერებთან ერთად, ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

აქ მცხოვრებლებს, რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მათ წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

დაპირებების მიუხედავად მოუგვარებელია ყველა სხვა პრობლემაც, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებიდან ​„ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძე, აცხადებს, რომ გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

„300 ოჯახი, დღეში რამდენჯერმე მოდის ტაძარში, ტაძრის ეზოში, რომ სასმელი წყალი მიიტანოს. 2015 წელს არის დასახლება დამთავრებული, აერიათ მგონი ერთმანეთში საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილები, რის შედეგადაც 300 ოჯახს არაერთხელ უწევთ ტაძრის ეზოში მოსვლა. ამაზე უნიჭო მავნე და არაპროფესიონალი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები