საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და საარჩევნო გარემო ქვეყანაში - ამ საკითხზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს ანგარიშს გამოაქვეყნებს.
NDI-ის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებს შეაფასებენ. რა ხარვეზები გამოიკვეთა არჩევნებამდე დაახლოებით 3 თვით ადრე ქვეყანაში, - ეს დღეს გახდება ცნობილი.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციას შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, ასევე პარტიის ლიდერებთან, მედიასთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ჰქონდა. ჩვენი მიზანი იმის გაგება იყო, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო არჩვენების წინ, როგორია ზოგადი წინასაარჩვენო გარემო ქვეყანაში და დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის საკითხის მიმართ. ვისაუბრეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას იქონიებს უფრო ფართო პოლიტიკურ ვითარებაზე. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარვადგენთ,“-განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.