20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
თბილისის მერია ზრდის ტაშ-ფანდურის ხარჯებს - საკრებულოში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან 

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ დედაქალაქს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო, თუმცა მერიამ ფული სხვა პრიორიტეტებში გადაანაწილა.  

თბილისის საკრებულოში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, თუმცა არის სხვა ხარჯებიც.

ერთი მილიონი მერიამ რეკლამასა და გასართობ ღონისძიებებზე გამოყო, სამაგიეროდ 6, 5 მილიონით შეამცირა ამხანაგობების პროგრამის დაფინანსება. ოპოზიციის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გადაწყვეტილებაა. დეპუტატები ამბობენ, რომ მთავრობა ფულს ისე ხარჯავს, თბილისელების ინტერესებს არ ითვალისწინებს.

„მაშინ როდესაც დედაქალაქში უამრავი მწვავე პრობლემაა გამწვანების მიმართულებით, ავარიული კორპუსების მიმართულებით, სოციალური მიმართულებით და ინფრასტრუქტურის  მიმართულებით, თბილისის მერია თავს უფლებას აძლევს და წინასაარჩევნოდ ზრდის რეკლამის ხარჯებს, კონცერტების ხარჯებს, ტაშ-ფანდურის ხარჯებს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს, თბილისის მერიას ხალხი არ აინტერესებს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი თბილისელების საჭიროებებს მოხმარდება. 
„კაპიტალური ტრანსფერი და დანარჩენი ეკონომიები მიემართება იმ საჭიროებების მიმართულებით, რა საჭიროებებიც უდგას დედაქალაქს,“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები