20 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვენ. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ოთხმა სენატორმა საგანგებო კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე შეერთებული შტატების ნატოდან გაყვანის უფლებას არ მისცემს.

დოკუმენტი დონალდ ტრამპის თანაპარტიელებმა - "რესპუბლიკელმა" სენატორებმა კორი გარდნერმა, ჯონ მაკკეინმა და "დემოკრატების" მხრიდან ჯეკ რიდმა და ტიმ კეინმა მოამზადეს.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ ნატოს სამიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მოკავშირეებს ნატოს ერთგულებასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ.

დღის ამბები