გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: ქვეყნის გაერთიანების სტრატეგიის არ არსებობა, განათლების დაბალი ხარისხი, მზარდი კორუფცია და კრიმინალი. გრიგოლ ვაშაძემ ახალგაზრდებს წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე დაბრუნება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია” გრიგოლ ვაშაძე შეხვედრას დადებითად აფასებს და თვლის, რომ მომავალი თაობის იმედი უნდა გვქონდეს.
„ჩვენ გვყავს უაღრესად განათლებული, მოაზროვნე და ქვეყნის ბედზე დაფიქრებული თაობა და ამას გაფრთხილება უნდა და იმაზე ფიქრი, რომ ეს საგანძური ემიგრაციაში არ წავიდეს და იქ არ დარჩეს საქართველოს გარეშე,“- განაცხადა ვაშაძემ.