32 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებებზე მსჯელობა საკრებულოში კამათის ფონზე წარიმართა.
საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები არასწორ მიმართულებებს ხმარდება, მათ შორის, გაიზარდა PR კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხაც.
თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი გახდება.