20 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
10 მილიონი ლარით გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი - საკრებულოში დოკუმენტის განხილვას კამათი მოჰყვა

10 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი თბილისის საკრებულომ 32 ხმით დაამტკიცა. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დღეს განხილვა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს უმცირესობას აინტერესებდა, რატომ ზრდის მერია მილიონ ნახევარი ლარით ადმინისტრაციულ და სარეკლამო ხარჯებს მაშინ, როდესაც დამატებითი ათი მილიონი თბილისმა ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიიღო.

10 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, თბილისის მერიამ დაფინანსება შეუმცირა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამორტიზებული ლიფტების, ჩამონგრეული სადარბაზოების და დაზიანებული სახურავების შეკეთება თბილისში უფრო იშვიათად მოხდება. მცირდება ინკლუზიური განათლების დაფინანსებაც.

დღესვე საკრებულომ ტაქსების რეგისტრაციის ახალი წესი დაამტკიცა. პირველი აგვისტოდან ტაქსის ყველა მფლობელი ვალდებულია ფასიანი რეგისტრაცია გაიაროს. ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები 50 ლარს გადაიხდიან, დანარჩენები კი 100 ლარს. ვადა ტაქსის მძღოლებს პირველ ოქტომბრამდე აქვთ, თუ ლიცენზიას არ აიღებენ, მაშინ მათ 200 ლარით დააჯარიმებენ.

უახლოს მომავალში საკრებულო ამ თემაზე მსჯელობას დაუბრუნდება და მარჯვენასაჭიან ტაქსებს აკრძალავს, შემდეგ ყველა ავტომანქანის მფლობელს კიდევ ერთ რეგულაციას დაუმტკიცებს და ერთი ფერის ავტომობილის შეძენას მოსთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები