20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით - მამუკა ბახტაძე

"გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებაა.

„2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით," - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს".

 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

 

დღის ამბები