20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
დევნილების დახმარება უნდა გაიზარდოს და წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სოციალურ შემწეობასთან - დავით ბაქრაძე

"დევნილების დახმარება უნდა გაიზარდოს და ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სოციალურ შემწეობასთან," - ეს განცხადება ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა. 

დევნილთა დახმარების მიღების შემთხვევაში, იძულებით გაადგილებულ პირებს სოციალურ შემწეობას აღარ აძლევენ, რაც პრობლემაა წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვისაც. მათ ბაქრაძესთან შეხვედრისას სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრეს. 

დავით ბაქრაძის განცხადებით კი, დევილების დახმარება უნდა გაიზარდოს და ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სოციალურ შემწეობასთან. 

დღის ამბები