20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობის და ასევე მთავრობის წევრები არ აკონკრეტებენ, ეყოლება თუ არა ქართულ ოცნებას  საკუთარი კანდიდატი ან დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აცხადებს, რომ პარტიას ჰყავს სათანადო კადრები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული კონკურენცია გაწიონ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, კონკურენტულ ბრძოლაში მიაღწიოს წარმატებას. ეს ცალსახად ვთანხმდებით, რომ მმართველ პარტიას, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ძირითად პოლიტიკურ ძალას, გააჩნია ძალიან ბევრი ასეთი კანდიდატი, რომელიც შეიძლება დასახელებული იყოს პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ დაასახელებს თუ არა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, აღნიშნავს, რომ კონსულტაციები კვლავ გრძელდება და არ არის გადაწყვეტილი, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, არის ეგ მოსაზრებაც საკმაოდ მყარად, რომ იქნებ, სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი, ან ყოველ შემთხვევაში, ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში... არსებობს საკმაოდ მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას საკმაოდ მძლავრი ბერკეტები გააჩნია მართვის და ამას გარკვეული დაბალანსება სჭირდება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები