26 დეკემბერი 2024,   23:50
ვრცლად
შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ - დაკავებული დეკანოზი მზად არის სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდოს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი მზად არის წმინდა სინოდის წევრებს შეხვდეს და პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულების დეტალებზე უამბოს.

როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები ილია მეორეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტახტის დატოვებას ურჩევდნენ.

მატროსოვის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი მის ადვოკატებს ხვდება. მას შემდეგ, რაც დეკანოზი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მოინახულა მას ადვოკატები პირველად შეხვდებიან.

როგორც მატროსოვის ციხეში შესვლამდე ადვოკატმა განაცხადა, მას მსჯავრდებული დეკანოზი ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელი იქნება. 

„შესული იყო მეუფე გრიგოლი და მეუფე ილარიონი თუ არ ვცდები, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩათვლის მამა გიორგი საჭიროდ აბსოლუტურად ინფორმირებული ვიქნები.

მიმაჩნია, რომ მაგალითად უნდა მიიღონ მეუფე გრიგოლის გადადგმული ნაბიჯი მის მიერ მონახულება მამა გიორგი . ალბათ უპრიანი იქნება დანარჩენი მეუფეებიც, რომლებიც მრავალჯერ აცხადებდნენ რომ კითხვებზე პასუხი გაუცემელია შებრძანდნენ.

ციანიდის საქმე რა თქმა უნდა  ერთ-ერთი გეგმა იყო, ეს იყო მიზანმიმართული, რომ ამ ფორმით ჩამოეშორებინათ მათთვის არასასურველი სასულიერო პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ დავალებებს“-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

სკანდალური განცხადება ხობის და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გასულ კვირას გააკეთა.  მეუფე გრიგოლის თქმით, კონკრეტული საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს "სახლში წასვლასა" და დასვენებას ურჩევდა.

ავტორი:ნინო გაზდელიანი

დღის ამბები