"ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიას კახეთში აგრძელებს. დავით ბაქრაძე დღეს გურჯაანის მოსახლეობას ხვდება, სადაც ის მოძრავი საარჩევნო შტაბით ჩავა.
მოსახლეობას საშუალება ექნება დეპუტატებთან და შტაბის წევრებთან პირადი შეხვედრების გარდა, საკუთარი პრობლემების შესახებ წერილები ავტობუსში მოთავსებულ ყუთშიც ჩაყაროს. წერილებს კი საარჩევნო შტაბი ადგილზე გაეცნობა.
„ეს ავტობუსი არის ჩვენი პარტიის მოძრავი ოფისი და მისი ამოცანაა, რომ მივიდეთ ყველგან. იმიტომ რომ დღეს ადამიანებს უჭირთ საკუთარი პრობლემების მიტანა ხელისუფლებამდე, პარლამენტამდე, მთავრობამდე. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ არავის არ აწუხებს ის, რაც მათ სტკივათ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.