20 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის გამოსაძიებლად საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის გამოსაძიებლად საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, საქმე ეხება კონკრეტულ კორუფციულ სქემებს, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და ამ ეტაპზე, რეალური განაჩენი არ არის დამდგარი.

ნათელაშვილი იმედს იტოვებს, რომ ფრანგი დეპუტატები მის ინიციატივას მხარს დაუჭერენ და შექმნიან საგამოძიებო კომისიას, რომელიც გამოავლენს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც მისი დანაშაულებრივი ქმედებები დაფარეს.

„მე მივმართე დღეს საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა გაირკვეს, რატომ არ დგება პასუხისმგებლობა ივანიშვილის მიმართ ჩადენილ და აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე, "Angola-gate"-თან დაკავშირებით, საფრანგეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით და მთელ რიგ მანიპულაციებთან მიმართებაში, რაც აღმოჩენილი იქნა მის კრიმინალურ საქმიანობაში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები