20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
გაუსაძლისი პირობები, შიმშილი ძვირი წამლები - გრიგოლ ვაშაძე კახეთის მოსახლეობას ხვდება 

გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშია-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამომრჩეველთან შეხვედრას კახეთში აგრძელებს. გრიგოლ ვაშაძემ მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლი მოინახულა.

ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად უწყლობა და უგზოობა აწუხებს. ვაშაძემ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტივობისკენ, მისი თქმით ხელისუფლების შეცვლა სწორედ ამომრჩევლის აქტივბაზეა დამოკიდებული.

ძალა ერთობაშია-ს წარმომადგენლებმა და გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავიც მოინახულეს.

„ჩვენ ვიყავით ზემო ხოდაშენში, სოფელში ვიყავით ახმეტაში, გზები არ არის. არის სრული კატასტროფა, გაუსაძლისი პირობები, შიმშილი ძვირი წამლები. არ ვიცი ჩვენ თუ ეგრეთწოდებულ ქართული ოცნების ხელისუფლებას რაღაც დრო მივეცით ეს ერი უკვე ფიზიკური გაქრობის გზაზეა დამდგარი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები