20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"მოკალით," იძახის მიქელაძე, "მოკალით, არ დატოვოთ ცოცხლები" - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ადიგენში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

ინციდენტი ადიგენში - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ.

ადიგენის საკრებულოს წევრი, ზურაბ შაინიძე ინციდენტის დღეს „კურიერთან“ იხსენებს და აცხადებს, რომ მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც  სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა.

„მივედი და დავუძახე, რას აკეთებთ, გაჩერდით სულ ყველა მეთქი და ამ დროს გამოექანა 10 მეტრის მანძილიდან ბესო მიქელაძე, შენი დედაო, დედის გინებით და დამარტყა სახეში ხელი. როგორღაც, ბევრი წვალების შემდეგ, დავაცილე ესენი, წამოვიყვანე ჩემი შვილიც, დანარჩენი ბავშვებიც, ვინც იქ მონაწილეობდნენ,“ - განაცხადა ზურაბ შაინიძემ.

ზურაბ შაინიძის განცხადებით, მასთან მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს.

„ჩემთან მოახლოება მოხდა თუ არა, ეგრევე ხელკეტებით 5-6 კაცი მირტყამდა თავში, დანარჩენები ამიარეს გვერდი და ქვების სროლით, მოკალით, იძახის მიქელაძე, მოკალით, არ დატოვოთ ცოცხლები,“ - განაცხადა ზურაბ შაინიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირების უკვე კითხავენ. საქმეზე გამოძიება ძალადობის და ჯგუფურად ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები