20 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
დასაქმება და მაღალი ფასები მედიკამენტზე - „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი კახეთის მოსახლეობას შეხვდა 

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო ტურნე კახეთიდან დაიწყო. დავით ბაქრაძე კახეთში დღეს ავტობუსით გაემგზავრა. მასთან ერთად, პარტიის მოძრავი ოფისით, ოჯახის წევრებმა და თანაპარტიელებმა იმგზავრეს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა მოსახლეობის პრობლემების ადგილზე მოსმენაა.

მოძრავი შტაბის პირველი გაჩერება გურჯაანია. ხალხი პრეზიდენტობის კანდიდატს იმ სოციალურ პრობლემებზე უყვება, რომელიც ხელისუფლება უკვე წლებია ვერ დაძლია. დასაქმება და მაღალი ფასები მედიკამენტზე, სწორედ, ეს აწუხებთ კახეთში ყველაზე მეტად.

საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების გარანტიას მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" წევრებიც აძლევენ. 

"ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო მოძრავი ოფისი საქართველოს ყველა რეგიონებში გაჩერდება. არჩვენების დღემდე ბაქრაძე მთელს საქართველოს შემოივლის.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები