20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, ოფიციალური ფხენიანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, ოფიციალური ფხენიანი ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობის მიუხედავად, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურმა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების დახმარებით დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეა ფხენიანის მახლობლად მდებარე კომპლექსში ერთი ან ორი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნას ცდილობს.

სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე კი დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები