20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
მომხმარებლებს ვსჯით დრაკონული კანონებით, მძიმე ნარკოტიკების გასაღება კი მიშვებულია თავის ნებაზე - "ევროპული საქართველო" 

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას აპროტესტებს. დეპუტატთა ერთი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესაძლებლობაზე, ნაწილი კი კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა ის, რაზეც გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო მმართველმა გუნდმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, ახლა საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლების ყველა შტოც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს.

"შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ იმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე იყო თუ არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს არის ის შედეგი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტომ უნდა გაითვალისწინოს. 

უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმაც. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა თავი ვერ მოაბა შესაბამის ნაბიჯების გადადგმას. გვაქვს სამწუხარო რელობა, როდესაც მომხმარებლებს ვსჯით დრაკონული კანონებით, დიდი რაოდენობით და მძიმე ნარკოტიკების გასაღება, მთელი ბაზარი მიშვებულია თავის ნებაზე.

ეს რეალობა არის შესაცვლელი და კანონმდებლობაც უნდა მოერგოს ამ რეალობას"-აცხადებს კიკნაველიძე.

დღის ამბები