20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციები გააფართოვა. შეზღუდვა დაუწესდა 6 რუსულ კომპანიას, ისინი რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი უკანონო ხიდის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

სიაში მოხვედრილ სამ კომპანიას, ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი არკადი როტენბერგი აკონტროლებდა.

ევროკავშირის შეფასებით, ამ ფირმებმა საკუთარი ქმედებებით ხელი შეუწყვეს ნახევარკუნძულზე რუსეთის კონტროლის გაძლიერებას.

სანქციების თანახმად, სანქციები გაეყინებათ ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს. ევროპულ კომპანიებს კი მათთან თანამშრომლებმა აეკრძალებათ.

დღის ამბები