20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
უახლოეს მომავალში საქართველოში გერმანიის კანცლერ მერკელის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება

უახლოეს მომავალში საქართველოში გერმანიის კანცლერ მერკელის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს, შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.   

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტზე საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში. 

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. 



დღის ამბები