20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და მოხდეს ფასის კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გირჩიდან, ზურაბ ჯაფარიძე, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საუბრობს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გარკვეულ რეგულაციებს შეიმუშავებს.

ის არ გამორიცხავს, რომ დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი, ასევე, მოხდეს ფასის კონტროლი.

„იმის გამო, რომ ქვეყანაში რაღაც მცენარის მოხმარება არის ლეგალური და ადამიანი ამის გამო არ ისჯება, ეს ნიშნავს, რომ ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზები უნდა არსებობდეს. ანუ, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თვითონ გაზარდოს და მოიხმაროს? მათ მოუწევთ რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკის აღება და წასვლა გარკვეული რეგულაციის გზით, ოღონდ ეს რეგულაციები იქნება საბოლოოდ მიმართული. ასაკობრივ ზღვარს დააწესებენ, ალბათ, რომ არ ჰქონდეს არასრულწლოვანს ყიდვის საშუალება, იქნება მარკირება, როგორც ეს არის თამბაქოსა და თუთუნზე, რომ ეს შეიძლება, საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის და იქნება, ალბათ, ფასის კონტროლი, ანუ აქციზით ეცდებიან, რომ ფასი გაზარდონ, რომ არ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი, რაც მათ შორის, იქნება შემოსავლის წყარო ბიუჯეტისთვის, რომლითაც შეიძლება, მერე უამრავი კარგი რამ დააფინანსო,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ გირჩის ლიდერების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელიც გააუქმა.

დღის ამბები