საპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს. ამის მიზეზი მარიხუანას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.
მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით განცხადება დღეს მოსაყდრე შიოს თანაშემწემ გააკეთა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტავს, რომ შეისწავლა დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკა და ვერსად ნახა საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროება.
მართმადიდებლური ეკლესია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილები საშიშია და არის რისკი, რომ ქვეყანა მარიხუანას დიდი პლანტაციას დაემსგავსოს.
სად მოიძია საქართველოს საპატრიარქომ ინფორმაცია დემოკრატიული სახელმწიფოებში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე, გაუგებარია სამართალმცოდნეებისთვის. საპატრიარქოს რადიკალური პოზიცია არასამთავრობოებისთვის საფრთხის შემცველია.
დღეს გაირკვა, რომ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციას არ იზიარებს მართმადიდებლური ეკლესიის ყველა სასულიერო პირი. რელიგიურ კონფესიები საპატრიარქოსგან განმარტებებს ელოდებიან.
საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ საპატრიარქოს თავდასხმის ობიექტი არ ყოფილა. ქართულ ეკლესიას მხარი დღეს უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა აუბა. საპატრიარქოს მსგავსად, ვერც ქართული ოცნების წევრი, მირიან წიკლაური, ვერ ხედავს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის აუცილებლობას.
საპატრიარქოს და დეპუტატების ერთ ნაწილის რადიკალური პოზიცია სრული მოულოდნელობა იყო იურისტებისთვის. სამართალმცოდნეები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უცნობია, როდის მიმართავს საპატრიარქო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით და დადგება თუ არა საკითხი პარლამენტის განხილვის საგანი.