20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ჩვენი კოლეგების თავდასხმები იყო აბსოლუტურად უადგილო და ცოტა ნაჩქარევი - ოთარ კახიძე საგამოძიებო კომისიაზე

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, არჩევანის ეთერში ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა.

ოთარ კახიძემ მმართველი გუნდის და ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნის დროს გამოხატული სკეპტიციზმის გამო გააკრიტიკა.

„ამგვარი ტალახის სროლა, როგორც განვითარდა შემდგომ მოვლენები, გვაჩვენა, რომ კომისიის მუშაობა იყო ეფექტიანი, რა თქმა უნდა, მთელმა საზოგადოებამ იხილა, ამ საქმის გამოძიება როგორ წარმოებდა და ჩვენი კოლეგების ეს სკეპციზმი და თავდასხმები იყო აბსოლუტურად უადგილო და ცოტა ნაჩქარევი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია კვირის ბოლოს მოწმეების დაკითხვას დაასრულებს და დასკვნაზე დაიწყებს მუშაობს. დეპუტატებს ერთი თვე აქვთ დოკუმენტის მოსამზადებლად.

დღის ამბები