20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
დაახლოებით, 70-მდე პირი გამოვკითხეთ ჩვენ - ანრი ოხანაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, არჩევანის ეთერში ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობას აფასებს.

ოხანაშვილის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა უპრეცენდენტო მოვლენაა.

ანრი ოხანაშვილმა დღეს გლდანის ციხეში ორი არასრულწლოვნის გამოკითხვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მსჯავრდებულმა სასამართლოში მიცემული ჩვენებები გაიმეორეს.

„დაახლოებით, 70-მდე პირი გამოვკითხეთ ჩვენ უკვე, მთელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. დაწყებული უშუალო მოწმეებიდან, მსჯავრდებულებით გაგრძელებული და ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა და ვინც ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უნდა მოეწოდებინა კონკრეტულ პირს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისიისთვის,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კვირის ბოლომდე უნდა გამოიკითხონ იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები