20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის კურსს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არასდროს არ გადაუხვევს - მიხეილ სააკაშვილი

„მან ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი რამდენიმე ძალიან კრიტიკულ მომენტში საქართველოს ისტორიის და ამას ჰქვია მხოლოდ სამშობლოს ღალატი,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება აწყობს, რადგან ის ივანიშვილის კურსს არ გადაუხვევს.

„ივანიშვილი აპირებდა მის დაყენებას იმიტომ, რომ სწორედაც რომ, ჯერ ერთი, გულს გაუხარებდა მის მეგობრებს მოსკოვში, მეორე, იმდენად გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი არასდროს ივანიშვილის კურსს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არ გადაუხვევს, რომ კარგი კანდიდატია. ახლა, რამდენადაც მესმის, ხვდება, რომ აქეთ მხარეს გრიგოლ ვაშაძე სულ უფრო კრებს სიჩქარეს, ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე უფულო კანდიდატი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა არჩევანის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, გადახედოს გეგმებს, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობები იზრდება.

დღის ამბები