20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის კომპეტენციაში შეიჭრა

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კანაფის მოხმარების ლეგალიზებით სასამართლო საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შეიჭრა და დეპუტატები ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ნაწილი რადიკალური განცხადებების გაკეთებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არასერიოზულად მიიჩნევს.

„საკონსტიტუციოს აქვს თავის უფლებამოსილების არეალი, პარლამენტს აქვს თავის უფლებამოსილების არეალი, არცერთი არ უნდა შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ხომ არ არის პოლიტიკის ნაწილში იმ ექსკლუზივნაწილში შეჭრა, რასაც ჰქვია პოლიტიკის განსაზღვრა ამა თუ იმ მიმართულებაში, სასჯელი ეს პოლიტიკის ნაწილია, ამიტომ უნდა შეისწავლონ კარგად იურისტებმა და უნდა გაეცეს პასუხი“-აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები