NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო ხმები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22% თვლის, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
4% კი თვლის, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება. 25% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.