20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 20% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 11% "ნაციონალურ მოძრაობას," 4% კი "ევროპულ საქართველოს" - NDI

NDI-ი ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას," 4% - "ევროპულ საქართველოს," 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას."


გამოკითხულთა  30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე პასუხის გაცემა 10%-მა არ ისურვა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.

დღის ამბები